შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ანკარათურქეთის დედაქალაქი. მდებარეობს ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში. საქალაქო აგლომერაციის ���ოსახლეობა 5 200 000-ს შეადგენს, ხოლო ანკარის პროვინციაში 5 864 049 ადამიანი ცხოვრობს. ანკარა თურქეთის უდიდესი ქალაქია ურბანული ტერიტორიის მიხედვით, მეორეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (სტამბოლის შემდეგ), და მესამე — მეტროპოლიური ტერიტორიის მიხედვით (კონიისა და სივასის შემდეგ). ანკარა ისტორიულად ცნობილია, როგორც ანკირა და ანგორა. თავდაპირველად ძველი კელტური სახელმწიფოს, გალატიის (ძვ. წ. 280–64 წლებში), ხოლო შემდეგ ამავე სახელწოდების რომაული პროვინციის (ძვ. წ. 25–VII საუკუნე) პოლიტიკური ცენტრი იყო. ანკარაში გვხვდება ხათური, ხეთური, ლიდიური, ფრიგიული, გალატური, ბერძნული, სპარსული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური არქეოლოგიური ძეგლები. ოსმალებმა ანკარა ჯერ ანატოლიის ეიალეთის (1393XV საუკუნის ბოლო), ხოლო შემდეგ ანგორის ეიალეთისა (1827–1864 წლებში) და ანგორის ვილაიეთის (1867–1922 წლებში) დედაქალაქად აქციეს. 1920 წლის 23 აპრილს ანკარაში დაარსდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა, რომელიც გახდა თურქული ეროვნული მოძრაობის შტაბი თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს. რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, 1923 წლის 29 ოქტომბერს, ანკარა გახდა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, სადაც მან ჩაანაცვლა სტამბოლი, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი იყო.

დღის სტატია

უილიამ III ორანელის ინგლისში ჩასვლა
უილიამ III ორანელის ინგლისში ჩასვლა
სახელოვანი რევოლუცია (ინგლ. Glorious Revolution) — ისტორიულ ლიტერატურაში მიღებული სახელწოდება ინგლისის 1688-1689 წლების სახელმწიფო გადატრიალებისა. ეს იყო ინგლისის XVII საუკუნის რევოლუციაში გამარჯვებული ბურჟუაზიისა და ახალი თავადაზნაურობის მსხვილ მიწათმფლობელთა ნაწილთან კლასობრივი კომპრომისის შედეგი. სახელოვანი რევოლუციის შედეგად ტახტიდან ჩამოაგდეს ჯეიმზ II სტიუარტი და სამეფო ხელისუფლება გადასცეს მის სიძეს - ჰოლანდიის შტატჰალტერს უილიამ III ორანელს, რომელიც მართავდა თავის მეუღლესთან (ჯეიმზ II-ის ასული მარიამ II სტიუარტი) ერთად. გადატრიალებამ საბოლოოდ მოუღო ბოლო ინგლისში აბსოლუტიზმს, როგორც მმართველობის ფორმას და დაამკვიდრა კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქია.

დღის სურათი

Sh2-113 — გედის თანავარსკვლავედში მდებარე ემისიის ნისლეული. ასევე ცნობილია, როგორც მფრინავი დრაკონის ნისლეული.
Sh2-113გედის თანავარსკვლავედში მდებარე ემისიის ნისლეული. ასევე ცნობილია, როგორც მფრინავი დრაკონის ნისლეული.
Sh2-113გედის თანავარსკვლავედში მდებარე ემისიის ნისლეული. ასევე ცნობილია, როგორც მფრინავი დრაკონის ნისლეული.

სიახლეები

ილიანა იოტოვა

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


13 თებერვალი — ამ დღეს...

დრეზდენის დაბომბვა
დრეზდენის დაბომბვა

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი